პროდუქციის განვითარების სპეციალისტი
თარიღები:
24 თებ - 29 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
GM Pharmaceuticals  წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals  -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals  აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე 

პროდუქციის განვითარების სპეციალისტი მჭირდროდ ითანამშრომლებს მიმართულების ხელმძღვანელთან მედიკამენტის შემადგენლობის კვლევაზე, პროდუქციის მონაცემების გენერირებაზე, მონაცემებისა და ანგარიშების საფუძველზე მენეჯმენტისთვის პრეზენტაციების მომაზადებაზე მენეჯმენტისთვის; მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე კვლევებში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროტოკოლების შექმნა და შესრულება;
  • სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის რედაქტირება (ჩანაწერები, პროტოკოლები, ანგარიშები და სხვა)
  • წამლის შემადგენლობის კვლევა;
  • მედიკამენტის გამოსაშვებად ანგარიშების მომზადება და რედაქტირება;
  • ნედლი მონაცემების კონვერტაცია ანალიზურ მონაცემებად;
  • შიდა და გარე ლაბორატორიებთან კომუნიკაცია;
  • ფარმაცევტული ინდუსტრიის მარგეულირებელი გაიდლაინების ინტერპრეტაცია და იმპლემენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ფარმაციაში;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • წამლის შემადგენლობის კვლევის გამოცდილება;
  • მონაცემთა ანალიზის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება წამლის წარმოების გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური  აზროვნების უნარი; 
  • ორგანიზებულობა და შედეგენზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • გუნდურობა


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


მსგავსი განცხადებები
სამედიცინო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

მედკაპიტალი


20 თებ - 19 მარ

აკრედიტაციის ადმინისტრაციული სპეციალისტი

საქართველოს კლინიკები


13 თებ - 27 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება სამედიცინო დაწესებულების ტექნიკურ-საინჟინრო სამსახურში

VIVO Medical Group


19 თებ - 19 მარ

ანგიოლოგის ასისტენტი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


07 თებ - 07 მარ

გინეკოლოგიური მასალის ამღები სპეციალისტი

მეგალაბი


23 თებ - 23 მარ