სამედიცინო წარმომადგენელი აჭარის რეგიონში
თარიღები:
24 თებ - 29 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
GM Pharmaceuticals  წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals  -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals-ში დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური მედიისა და PR-ის მიმართულების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ახალი აუდიტორიის აღმოჩენის, მომხარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებისა და მათი კმაყოფილების ინდექსის ზრდის საშუალებას იძლევა. GM PHARMA-ს პორტფელის დაახლოებით 55% ურეცეპტო მედიკამენტებზე და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე მოდის, შესაბამისად, კომპანიის სოციალური მედიისა და PR-ის გუნდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის გაყიდვების გენერირებასა და წარმატებაში.

GM Pharmaceuticals  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე აჭარის რეგიონში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ყოველკვარტალურ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და ფარმაცევტებთან, კლინიკებსა და აფთიაქებში;
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩევვები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მსგავსი განცხადებები
სამედიცინო წარმომადგენელი

კომპანია


12 თებ - 12 მარ

Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


23 თებ - 07 მარ

პროდუქციის მენეჯერი

ევროპული ფარმაცევტული კომპანია


19 თებ - 19 მარ

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

თბილისი მედიკ


07 თებ - 07 მარ

სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენელი

მეგალაბი


23 თებ - 23 მარ