სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
15 ნოე - 30 ნოე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr-iciparis@prestige.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577 288 004
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
„კომპანია „პრესტიჟი“ აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის განყოფილებაში სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 სააათიანი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პროდუქციის საფუძვლიანი შესწავლა;
  • სააფთიაქო ვიზიტების განხორციელება;
  • სააფთიაქო ვიზიტების ყოველკვირეული გეგმის შედგენა;
  • ვიზიტებთან დაკავშირებით ყოველდღიური რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ექიმებთან სამედიცინო ვიზიტების განხორციელება;
  • პერიოდულად პარაფარმაციული განყოფილების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში (კონფერენცია, აქციები) მონაწილეობის მიღება: ბანერებით, საინფორმაციო მასალებით და ნიმუშებით უზრუნველყოფა და მასალის დარიგებაში მონაწილეობა, დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა, კომპანიის მხრიდან ანაზღაურდება საწვავისა და ცვეთის ხარჯი;

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
  • სწავლების დაფინანსება
  • სამოტივაციო აქტივობები
  • ფიტპასი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge  2023 წლის 30 ნოემბრამდე
სათაურის ველში მიუთითეთ „სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენელი.“
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 288 004;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მსგავსი განცხადებები
გაყიდვების წარმომადგენელი

მეგალაბი


17 ნოე - 15 დეკ

გაყიდვების მენეჯერი

სეტონდა


08 ნოე - 03 დეკ

გაყიდვების წარმომადგენელი

ევექსი


09 ნოე - 08 დეკ

კონსულტანტი სამედიცინო მომსახურეობის სფეროში

Hhp Georgia


07 ნოე - 05 დეკ

პარაფარმაციის მენეჯერი/ნუტრიციოლოგი

ავერსი ფარმა


24 ნოე - 20 დეკ