აღწერა:
შპს პი ემ ჯი სამედიცინო კომპანია, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალების , სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო ავეჯის და სამედიცინო მოწყობილებობის იმპორტს და მიწოდებას კლინიკებისთვის და ლაბორატორიებისათვის
შპს პი ემ ჯი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში (იმერეთი, სამეგრელო,აჭარა)
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან)
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა
- ბრენდის ცნობდობის და ლოიალურობის გაზრდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე
- კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქციაზე ექიმებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მისი შემდგომი წარდგენა ხელმძღვანელობასთან
გამოცდილება კვალიფიკაცია;
- სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში
- ეფექტური კომუნიკაციის,პრეზენტაციის წარდგენის, ურთიერთობების და მოლაპარაკების უნარი
- საქმისადმი გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომა
- ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევები
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირება.
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 17:00 სთ
შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული ანაზღაურება (1500-2000) + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე:
vacancy@pmg.com.ge . წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.