აღწერა:
"სამედიცინო სერვის ცენტრი ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას მიმღების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- კლინიკის სტანდარტების მიხედვით პაციენტის მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/ან შესაბამის პირთან სწორი გადამისამართება;
- სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
- კლინიკის პაციენტების სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება)
- შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა-ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე:
careers@vistamedi.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მიმღების ოპერატორი".