აღწერა:
ახალი ქართული გიმნაზია აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სკოლის ექიმად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:
- „პედიატრია“;
- „საოჯახო მედიცინა“;
- „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- შეასრულოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
- დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საქმიანობასთან დაკავშირებული სკოლის დირექციის მითითებები.
- გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება მოსწავლეებსა და სკოლაში დასაქმებულ პირებს. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში მყოფ ნებისმიერ პირს;
- საჭიროების შემთხვევაში გაანალიზოს სკოლაში არსებული ავადობის შემთხვევები და შეიმუშაოს შესაბამისი მითითებები და რეკომენდაციები;
- სკოლაში ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებთან ერთად განახორციელოს აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაავადების კერის ლიკვიდაციის მიზნით;
- თვეში ერთხელ (ასევე საჭიროების შემთხვევაში) განახორციელოს სკოლაში სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ღონისძიებების კოორდნაცია და ინსტრუქტირება;
- მშობლის განცხადების საფუძველზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს სხვადასხვა სამედიცინო დიაგნოზის მქონე მოსწავლეები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა და სხვა) და უზრუნველყოს დანიშნულების შესაბამისად მათთვის სამედიცინო პრეპარატების მიწოდება;
- დაგეგმოს და ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების პრევენციისადმი მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;
- საჭიროების შემთხვევაში აქტიურად ითანამშრომლოს უბნის/ოჯახის ექიმთან;
- საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს სასწრაფო დახმარება;
- კონტროლი გაუწიოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების ჩატარებას;
- აწარმოოს საუბრები მოსწავლეებთან;
- დაიცვას და არ გაამჟღავნოს სხვისი პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე;
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
- ჰქონდეს მინიმუმ სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამები
- Microsoft Office Word - დამაკმაყოფილებლად;
- Microsoft Office Excel - დამაკმაყოფილებლად;
- ენების ცოდნა - რუსული საბაზისო (ვინაიდან სკოლაში ფუნქციონირებს რუსული სექტორი) დონეზე;
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი.
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განაკვეთი: ყოველ 09:00 – 17:00 საათამდე
- მისამართი: თბილისი, გლდანის რ-ნი ფორე მოსულიშვილის ქ. N20
- ანაზღაურება:600 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე -
newgeorgiangymnasium@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექიმი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 2652667