სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
თარიღები:
18 სექ - 15 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო) ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

GM Pharmaceuticals წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად), რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი სარეგისტრაცი დოსიეების მომზადება;
  • დოსიეების წარდგენა საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • მარეგულირებელი ორგანოდან მიღებულ შენიშვნების წერილებზე დროულად, დადგენილ ვადებში რეაგირება;
  • მასალების არქივირება კომპანიაში მოქმედი წესის და ვადების სრული დაცვით;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მედიცინის/ფარმაციის დარგში;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინფორმირებულობა საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
  • სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო დოსიეს შექმნის (CTD ფორმატი) გამოცდილება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილადდ ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • მაღლი პასუხისმგებობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი;
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2023 წლის 15 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მსგავსი განცხადებები
გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

ვიანი


21 სექ - 20 ოქტ

სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი

ვიანი


15 სექ - 29 სექ

სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი

ვიანი


20 სექ - 04 ოქტ

750 ლარის ნაცვლად 550 ლარი ფარმაცევტთა გადამზადების კურსები PSP,AVERS,IMPEX -ში სტაჟირებით

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


25 აგვ - 23 სექ

დამხმარე ოპერატორი/მბეჭდავი

პათოლოგიის კვლევითი ცენტრი


31 აგვ - 29 სექ