მორიგე ექიმი ტრანსფუზიოლოგი
თარიღები:
15 სექ - 14 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს მორიგე ექიმი ტრანსფუზიოლოგის ვაკანსიას შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოსა და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრისთვის. 

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი ჩაჩავას ქ.1
სამუშაოს გრაფიკი: შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სისხლის კომპონენტების დახარისხება ჯგუფების მიხედვით და მათი შენახვა ( მაცივრის და ტემპერატურის კონტროლი ,მონიტორინგი.)
  • გადაუდებელი შემთხვევებისთვის სისხლის კომპონენტების მარაგის შექმნა;
  • სისხლის, მისი კომპონენტების და პრეპარატების ტრანსფუზია, აგრეთვე სისხლის შემცვლელების ინფუზია სხვადასხვა მეთოდებით;
  • ჰემოტრანსფუზიული საშუალებების შენახვა და მათი გაცემა ტრანსფუზიისათვის ყველა პროტოკოლის დაცვით; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება და სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში;
  • ტრანსფუზიოლოგის სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე - vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ტრანსფუზიულოგი".

მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მსგავსი განცხადებები
გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

ვიანი


21 სექ - 20 ოქტ

სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი

ვიანი


15 სექ - 29 სექ

სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი

ვიანი


20 სექ - 04 ოქტ

დამხმარე ოპერატორი/მბეჭდავი

პათოლოგიის კვლევითი ცენტრი


31 აგვ - 29 სექ

დოპლერის სპეციალისტი

ჯეო მედი


07 სექ - 06 ოქტ