აღწერა:
მრავალპროფილური კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ვაკანსიას "რეგისტრატორის" პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას 21.
სამუშაო გრაფიკი:დღის 09:30 დან -17:30 სთ მდე
შაბათს 9:30 დან 16;00სთ მდე
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.
ასევე სავალდებულო მოთხოვნებს წარმოადგენს:
- ინგლისური ენის მინ. B2 Level ცოდნა,
- რუსული ენა სალაპარაკო დონეზე,
- უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სპეროში მუშაობის გამოცდილებას.
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანაზღაურება: 960 ლარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@leadermed.ge თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "- რეგისტრატორი"