დღის და ღამის რეგისტრატორი
თარიღები:
12 სექ - 11 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
800 - 1000
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა. 
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის რეგისტრატორის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 35 
ანაზღაურება: 800-1000  

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს; 
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; 
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას; 
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • Fitpass 
 
ფუნქცია-მოალეობები:  
  • ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, რეგისტრაცია პროგრამაში და ჯანდაცვისპორტალზე . 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება-პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება 
  • ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; 
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროულიიდენტიფიცირება და რეაგირება; 
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდებისუზრუნველყოფა. 
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელის და ჰოსპიტლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე 
  • უცხო ენა - B1 დონეზე 
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; 
  • საყოველთაო ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება. 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა; 
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა; 
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; 
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@joann.ge  2023 წლის 12 ოქტომბრამდე. სათაურის სტრიქონში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (დღის და ღამის რეგისტრატორი) 

 
 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი 
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. 
 
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 
მსგავსი განცხადებები
რეგისტრატორი

ვიანი


18 სექ - 02 ოქტ

რიგის მართვის/სივრცის კოორდინატორი

კლინიკა ჯერარსი


05 სექ - 04 ოქტ

ადმინისტრატორი

კლინიკა დენტორი


04 სექ - 03 ოქტ

ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი

ინოვა


12 სექ - 11 ოქტ

ბილინგის რეგისტრატორი

ვიანი


21 სექ - 20 ოქტ