ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას
სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი : თბილისი, ლუბლიანას 35
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- fitpass
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინსტრუმენტების წმენდა, დეზინფექცია, ინსპექცია და სტერილიზაცია სტანდარტების დაცვით;
- სტერილიზაციის პროცესის კონტროლი;
- სადეზინფექციო ხსნარების აღრიცხვის, წინასასტერილიზაციო დამუშავებისა და სასტერილიზაციო დანადგარების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალების წარმოება;
- სადეზინფექციო-სასტერილიზაციო საშუალებების მარაგის კონტროლი;
- დეკონტამინაციის ოთახში არსებული დანადგარების გამართულობის კონტროლი;
- ინფექციების კონტროლის სტანდარტების და კლინიკის შიდა სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზოგადი სამედიცინო განათლება;
- სასურველია გამოცდლილება მსგავსი მიმართულებით;
პიროვნული უნარები:
- დეტალბზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@joann.ge 2023 წლის 12 ოქტომბრამდე. სათაურის სტრიქონში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (სტერილიზაციის ექთანი)
ჯო ენის საუნივრსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.