აღწერა:
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.
ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
ადგილმდებარეობა - საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება - პირველი სამი თვე 600 ლარი, შემდეგ 700 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში მომუშავე ექიმების შესახებ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ჩაწერისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
- კლინიკაში შემოსული პაციენტების გადამისამართება შესაბამის რგოლთან და სივრცეში;
- ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტებისთვის შესაბამისი რიგის ნომრების გაცემა და მათი გადაადგილების ორგანიზება/მონიტორინგი;
- პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- რიგების მართვა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- კრიზისული სიტვაციის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი“
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.