თარიღები:
21 სექ - 10 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;
განყოფილება: საოპერაციო;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ექთნის დახმარება ოპერაციის მიმდინარეობის დროს;
  • ოპერაციამდე საოპერაციო ოთახის მომზადება და სახარჯო მასალების განთავსება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
  • სასურველია საოპერაციო განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მსგავსი განცხადებები
ექთნის თანაშემწე

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


05 სექ - 04 ოქტ

ამბულატორიის ექთანი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი


18 სექ - 17 ოქტ

ანესთეზიოლოგიური სამსახურის ექთანი

ავერსის კლინიკა


14 სექ - 28 სექ

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მორიგე ექიმი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


19 სექ - 15 ოქტ

გინეკოლოგიური საპროცედუროს ექთანი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


11 სექ - 10 ოქტ