ფარმაცევტი
თარიღები:
12 სექ - 30 სექ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.medconsilium@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00



ფუნქციები:

  • პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების დადგენილი წესების შესაბამისად შესრულება/შესრულების კონტროლი;
  • უხარისხო, დაზიანებული ან ვადაგასული პროდუქციის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას იზოლირებულად განლაგების პროცესის წარმართვა და კონტროლი;
  • ფარმაცევტულ საწყობში სიზუსტის და წესრიგის დასაცავად აღწერის პროცესში მონაწილეობა და კონტროლი;
  • მუშაობის თითოეული ეტაპისთვის საჭირო სოპ-ების ინსტრუქციების, ზოგადი და შესაბამისი პროცედურების შექმნის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ფარმაცევტულ საწყობში ყველა პროცესის დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ფარმაცევტულ საწყობში კლიმატური პირობებისა და სისუფთავის კონტროლი. კლიმატური პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების დროული მიღება;
  • უზრუნველყოფს ფარმაცევტული საწყობის აღჭურვილობის ტექნიკურ გამართულობის ორგანიზებას (საჭიროებისას);
  • ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტირება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;


მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


აუცილებელი უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული


ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„კონსილიუმ მედულა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის  და გისურვებთ წარმატებას!


შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
750 ლარის ნაცვლად 550 ლარი ფარმაცევტთა გადამზადების კურსები PSP,AVERS,IMPEX -ში სტაჟირებით

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


25 აგვ - 23 სექ

პროდუქციის ბაზის სპეციალისტი

პსპ ფარმა


15 სექ - 29 სექ

სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals


18 სექ - 15 ოქტ

ფარმაცევტი

პსპ ფარმა


15 სექ - 29 სექ

ფარმაცევტი

აფთიაქი


01 სექ - 30 სექ