აღწერა:
კომპანია „თბილისი მედიკ“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
თბილისი მედიკი მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.
კომპანიის განაცხადია : „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში“.
ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.
გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).
ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
- ყოველდღიური გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
- მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა;
- კონკურენტების შესწავლა;
ძირითადი მოთხოვნები :
- სასურველია უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან/და სხვა მიმართულებით)
- სამუშაო გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი
- სამედიცინო გაყიდვების მენეჯერად ან წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის 196თ
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge 2023
წლის 30 სექტემბრის ჩათვლით .
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი ბათუმში.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას !