მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი
თარიღები:
04 ივნ - 23 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს შემდეგ ვაკანსიას მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები
  • ფარმაცევტული წარმოებისა და წამლის რეგისტრაციის შესახებ კანონებში და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების მეთვალყურეობა და მოძიება
  • სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, აღრიცხვა
  • სარეგისტრაციო ფაილების მომზადება და შემოწმება რეგისტრაციის მოთხოვნების შესაბამისად
  • წამლის სააგენტოში ჩასაბარებელი სარეგისტრაციო წერილების მომზადება
  • რეგისტრაციის ხელშეკრულებების მიხედვით ინვოისების გამოწერა და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე 
  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;  
  • პირადობის მოწმობის ასლი;   
  • სარეკომენდაციო წერილები.

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; 
ტელ: 0322 506 506 (შიდა ნომერი 1575);  

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 
 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  
მსგავსი განცხადებები
750 ლარის ნაცვლად 550 ლარი ფარმაცევტთა გადამზადების კურსები PSP,AVERS,IMPEX -ში სტაჟირებით

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


31 მაი - 29 ივნ

მენეჯერი/ფარმაცევტი ქუთაისში

ფარმასი


24 მაი - 22 ივნ

ფარმაცევტი

ევექსი ჰოსპიტლები


25 მაი - 07 ივნ

ფარმაცევტი

ჯიენჯი ფარმა


30 მაი - 27 ივნ

ფარმაცევტი

ფარმაცევტული სახლი +


31 მაი - 29 ივნ