აღწერა:
ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა+" აცხადებს ვაკანსიას
რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაქვემდებარებულ აფთიაქებში დადგენილი სტანდარტების მართვის უზრუნველყოფა
- აფთიაქებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება
- გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება
- საჭიროების მიხედვით წინადადებების მომზადება სააფთიაქო პროდუქციის განახლებასა, სააქციო პროდუქციის შერჩევაზე და აღნიშნულის განხილვა ხელმძღვანელობასთან
- ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება
- გაყიდვების ანალიზი და გეგმების შემუშავება
- ობიექტზე არსებული ნაშთები კონტროლი (აღწერა)
- აქტიური თანამშრომლობა და დროული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან
- დაქვემდებარებულ პერსონალთან პერიოდულად შეხვედრების ორგანიზება, აქტუალური საკითხების განხილვის, ინფორმაციის გაცნობის და სხვადასხვა პროცესში მათი ჩართულობის მიზნით
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საკადრო პოლიტიკით გათვალისწინებული საჭირო პროცესების მხარდაჭერა
- სათავო ოფისის და HR დეპარტამენტის ინფორმირება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
- სააფთიაქო გაყიდვების სფეროში გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
- ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი
- შედეგებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართებზე:
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!