“სს გერმანული ჰოსპიტალი “ აცხადებს ვაკანსიას
ღამის რეგისტრატორების პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
- მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე:
hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ღამის რეგისტრატორი“
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.