სამედიცინო წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში
თარიღები:
17 მარ - 31 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
მდებარეობა:
ამბროლაური ონი ცაგერი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1500 +ბონუსი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის  პოზიციაზე  რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონში:

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი  სამედიცინო  განათლება(სამკურნალო, პედიატრიის ან  მედიცინის ფაკულტეტი);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; 
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო აღწერილობა:
  • ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
  • კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.
  • ინფორმაციული მარკეტინგი
  • ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებაში და აფთიაქებში

სამუშაო განრიგი: 9:00 – 18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
  • დიპლომის ასლი; 
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • სარეკომენდაციო წერილები;

მისამართზე:
 ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31,03,2023 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შერჩეული კანდიდატურის აყვანა  მოხდება 3 თვის გამოსაცდელი ვადით.  
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.