ოჯახის ექიმი/მედიკამენტების ხარჯვის კონტროლის მენეჯერი
თარიღები:
20 იან - 18 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@unison.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო  წარმოება/ოპერაციები 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი ხარისხის კონტროლი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. 
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, 
 
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და „უნისონი“ ეძებს გუნდის ახალ ოჯახის ექიმების და მედიკამენტების ხარჯვის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ოჯახის ექიმებთან კომუნიკაცია და მათთვის კლინიკურ საკითხებზე კონსულტაციები/ინსტრუქციების მომზადება;
  • საქართველოში და მსოფლიოში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლების და გაიდლაინების საფუძველზე ოჯახის ექიმისთვის დიაგნოსტიკის და მკურნალობის  განსაზღვრა
  • ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების კონტროლი
  • ვიწრო სპეციალისტების მიერ გაცემული დანიშნულების შეფასება პოლიფარმაციის კუთხით
  • ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული გეგმიური ამბულატორიული კვლევების კონტროლი
  • ოჯახის ექიმების შესრულებული სამუშაოს კონტროლი (კურსუსი,ICD კოდი და პაციენტის ატვირთული დოკუმენტაციის კონტროლი)
  • მაღალტექნოლოგიური კვლევებისსაჭიროების შეფასება და მიმართვის გაცემა
  • შემოსული წერილების (რეკლამაცია) სამედიცინო კუთხით განხილვა
  • შემუშავებული მომსახურების სტანდარტის გაცნობა და მის მიხედვით, ოჯახის ექიმების მუშაობის შეფასება
  • ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების კუთხით მათი შეფასება
  • ყოველთვიური რეპორტების დამუშავება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  სამედიცინო განათლება; 
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება 
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ  რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.

მსგავსი განცხადებები
თერაპევტი/ოჯახის ექიმი

ავერსის კლინიკა


01 თებ - 15 თებ

ოჯახის ექიმი

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი


02 თებ - 03 მარ

ოჯახის ექიმი

კლინიკა ულტრამედი


31 იან - 01 მარ

პირადი ექიმი

კურაციო


18 იან - 15 თებ

სკოლის ექიმი

ქალაქ მარნეულის #1 საჯარო სკოლა


31 იან - 01 მარ