სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში
თარიღები:
12 იან - 09 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@medpol.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, რაფაელ აგლაძის ქ, #87 სართული 1, კომერციული ფართი #1
მდებარეობა:
თბილისი ბათუმი თელავი რუსთავი ქარელი ქუთაისი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია „მედპოლი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) 

შპს „მედპოლი“ 20 წლიანი გამოცდილების მქონე ფარმაცევტული კომპანია, რომელიც საქართველოსა და სომხეთში წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის ევროპის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია Polpharma, ინოვაციური პოლონური მედიკამენტების საწარმო lek-am, საკვები დანამატების ბრენდი 3flow Solutions და ა.შ.   
 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
შრომითი ანაზრაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუს-სისტემა 
ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად 
 
ფუნქცია - მოვალეობები: 

  • ექიმებთან, სააფთიაქო პერსონალთან, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ყოველდღიური/გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება; 
  • გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; 
  • კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა; 
  • ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია) ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია. 
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზრული სხვა აქტივობების განხორციელება; 
  • არსებული/პოტენციური კლიენტებისა და კონკურენტების სრულყოფილად შესწავლა გაყიდვების გაზრდის მიზნით. 
  • შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური (ყოველთვიური, კვარტლური) ანალიზი და რეპორტინგი; 
  • უშუალო უფროსთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება; (სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; (მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) 
  
პიროვნული უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაბელურობა; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა, მოტივირებულობა;  
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო სპეციფიკასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; 
  • პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავების შესაძლებლობა.  
 
შპს „მედპოლი“ გთავაზობთ:  
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • სამართლიან საბონუსე სისტემას; 
  • ტრანსპორტირებისა და სატელეფონო ხარჯების დაფარვას; 
დაინტერესებულმა პირებმა  CV (რეზიუმე) ფოტოსურათით, უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medpol.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი, სადაც გსურთ საქმიანობის განხორციელება. 
 
CV (რეზუმე) წარდგენის ბოლო ვადა: 10.02.2022 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ების გადარჩევის შემდეგ, კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს, სატელეფონო გასაუბრებაც ჩაითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად. კანდიდატის საბოლოო შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების გზით. 
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, მომავალი თანამშრომლობის მიზნით. 
 

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო წარმომადგენელი

ფარდი მედიქალს


23 იან - 21 თებ

არამედიკამენტების პროდუქტების და ბრენდების სწავლების სპეციალისტი

ავერსი ფარმა


06 თებ - 22 თებ

სამედიცინო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

ემსიეი მედიქალ - MCE MEDICAL


10 იან - 07 თებ

დერმატოლოგიური ბრენდების სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


28 იან - 10 თებ

გაყიდვების მენეჯერი

ბიო-მედი


01 თებ - 28 თებ