აღწერა:
სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ანდერაიტერის ასისტენტის პოზიციაზე.
- თუ ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- გიტაცებს მათემატიკა და ანალიტიკა
- გიყვარს ექსელში ახალი ფუნქციების აღმოჩენა
- თვლი, რომ უცხო ენები შენი ძლიერი მხარეა
მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება!
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე:
- ახალი სპეციალობა, რომელსაც უნივერსიტეტი ვერ გთავაზობს
- გამოცდილება ანდერაიტინგში: შენ შეძლებ ბაზების ანალიზისა და ბაზრის კვლევის შედეგად შეიმუშავო დაზღვევის პირობები
- პროფესიული განვითარება
- არაჩვეულებრივი გარემო
- საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა
- ანაზღაურება
- სამედიცინო დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- სტანდარტული და არასტანდარტული სადაზღვევო პირობებისა და ტარიფების შემუშავება;
- გაყიდული პოლისებისა და ზარალების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში.
- მონაცემთა ბაზებზე მუშაობა და ანგარიშების მომზადება წინასწარ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი (პრიორიტეტული მიმართულებები: მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა)
- სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (შემოწმდება ტესტირების საშუალებით);
- კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის კარგ დონეზე ფლობა;
- სტატისტიკური სამუშაოების შესრულების უნარი (სასურველია გამოცდილებაც);
პიროვნული მახასიათებლები
- კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;
- მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი;
- არაკონფლიქტურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – ანდერაიტერის ასისტენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადები მიიღება 2022 წლის 19 აგვისტომდე.