ბუღალტერი
თარიღები:
25 ივლ - 13 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@iberiplus.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ბუღალტერია/ფინანსები 
ქვეკატეგორიები:
ბუღალტერი (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

შპს „IBERI+ “და „IBERIPHARMA+ “ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მოღვაწეობს სააფთიაქო სივრცეში, კომპანიას აქვს საბითუმო ბაზა და მზარდი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს.

ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა +" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
  • ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში სასურველია
  • ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
  • სავალდებულოა ბუღალტრული პროგრამა ორისის ცოდნა
  • სასურველია RS-ზე,  APEX , ორისი -ში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა,
  •  ორგანიზებულობა.

 

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hr@iberiplus.ge.  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!