აღწერა:
კომპანია "იბერი+" აცხადებს ვაკანსიას ბაზის ოპერატორის პოზიციაზე!
ქ.თბილისი თამარ მეფის 26
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პარტნიორ აფთიაქებთან თანამშრომლური ურთიერთობა;
- აფთიაქის მენეჯერებისა და ფარმაცევტებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება;
- გაყიდვების მოცულობის გაზრდის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- შეკვეთის მიღება და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
- მომხმარებელთა დავალიანებების მონიტორინგი და ვალის ამოღების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
- რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@iberiplus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებებს !