ადმინისტრატორი
თარიღები:
04 მაი - 02 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: nin.tsutskiridze@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ადმინისტრაცია 
ქვეკატეგორიები:
ადმინისტრატორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
600
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

პოზიცია: ადმინისტრატორი

ადგილი: კლინიკების ქსელი ,,დენსი“

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე 10:00 დან 18:00

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 14 დღე (ანაზღაურების გარეშე)

ხელფასი - 600 ლარი ფიქსირებული

ადმინისტრატორმა სამსახურში ყოფნისას უნდა ატაროს უნიფორმა

  • თეთრი პერანგი, შავი ლოგო (ოფის მენეჯერთან შეთანხმებით)
  • შავი შარვალი ან კაბა/ქვედაბოლო (ოფის მენეჯერთან შეთანხმებით)
  • სასურველია დამატებით ზაფხულში სერი ჟილეტი ლოგოთი ან ზამთარში სერი პიჯაკი ლოგოთი (ოფის მენეჯერთან შეთანხმებით)

 

ფუნქცია/ მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს პაციენტის დახვედრას: პირველად მხედველობით კონტაქტს, მოთხოვნის დადგენას და ექიმთან გადამისამართებას ან ჩაწერას.
  • ხსნის ანკეტას – ყველა პაციენტზე (თავად ავსებს დანართს #1 და დანართი #3-ზე ხელს აწერინებს პაციენტს)
  • იღებს თანხას ექიმის გამოწერილი ჩეკის მიხედვით, აღნიშნავს ქვითარზე და ინახავს ქვითრებს ;
  • ქვითარში არსებული ინფორმაცია სრულად შეყავს პროგრამაში, ყოველდღიურად.
  • იბარებს ხარჯების ფურცელს, ითხოვს ჩეკს და ჩეკების მიხედვით კომპიუტერში შეყავს ხარჯები ყოველდღიურად.
  • სალაროდან გასცემს წვრილმანი ხარჯებისათვის თანხას და ითხოვს შესაბამის ჩეკს.
  •  არტყავს ჩეკს თანხის აღებისას და დღის ბოლოს სალარო აპარატის გამორთვისას;
  • იცვას პროფესიულ ეთიკას და მომსახურების სტანდარტს
  • წერს პაციენტებს სასურველ დროს სასურველ ექიმთან;
  • წინასწარ აწვდის ინფორმაციას ექიმებს ჩაწერილი პაციენტების შესახებ. თავად ან ასისტენტის საშუალებით.
  • უზრუნველყოფს შემოსული პაციენტების დროულ მომსახურეობას (შეფერხების დრო მაქს. 1-2 წუთი);
  • პასუხობს ტელეფონს არაუგვიანეს 3 ზარისა;
  • იცავს ჰიგიენურ წესრიგს თავის სამუშაო გარემოში (სავარძელთან, საწერ მაგიდასთან) და ყურადღებას აქცევს სისუფთავეს კლინიკაში;
  • პაცენტის გადამისამართებისას უხსნის მათ 2 ალტერნატიულ - მისამართს, სავარაუდო ღირებულებას, ატანს ამობეჭდილ ინფორმაციას ;
  • მუშაობის დაწყებისას, ყოველდღიურად, გაეცნოს კლინიკაში ახალ ინფორმაციას (ადმინისტრატორთან და განცხადებების დაფაზე)
  • აკონტროლებს სანიტრისა და ასისტენტის სამუშაო ფორმას, მოსვლა/წასვლის დროს.
  • ჰოლში მყოფ პაციენტებს სთავაზობს ყავას, აწვდის დასაშვებ ინფორმაციას სტომატოლოგიური მომსახურებებისა და ექიმების შესახებ.
  • ემშვიდობება პაციენტს, აზუსტებს მომავალი ვიზიტის დროს და თარიღს.
  • უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის შეფერხების შემთხვევაში, პაციენტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ;
  • უზრუნველყოფს ტელევიზორის, გათბობის, კონდიცირების, ანათების ჩართვას და გამორთვას.
  • ამოწმებს ქვითრების, გადახდილი თანხის და კომპიუტერში შეტანილი მონაცემების სისწორეს ყოველდღიურად ექიმებთან ; ხოლო თვის ბოლოს დირექტორთან.
  • ახდენს კონფლიქტური სიტუაციების პრევენციას, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს კლინიკის დირექტორს;
  • ესწრება კლინიკის კრებას თვეში 2-ჯერ.
  • აწარმოებს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტების სტატისტიკას, შემთხვევების მიზეზის გამოძიებას და მთავარი ექიმისა და დირექტორის საქმის კურსში ჩაყენებას.
  • მონაწილეობს კლინიკის მიერ დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.
  • აბარებს წინა დღის ანგარიშს, წინასწარ შეთანხმებული ფორმით, მეორე ადმინისტრატორს.
  • მუშაობის დროს არსებულ ყველა ფინანსურ ცდომილებაზე – ფინანსური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მხოლოდ ადმინისტრატორს.
  • ბეჭდვითი მასალით უზრუნველყოფა – ქვითრების, ანკეტების, დანიშნულების ფურცლების საჭირო რაოდენობით ქონა.
  • იყენებს კლინიკის მიერ შემოტანილ საკანცელარიო მასალას.
  • უფრთხილდება კლინიკის მატერიალურ ფასეულობებს (მოვალეა ეკონომიურად ხარჯოს საკანცელარიო მასალები, ერთჯერადი დანიშნულების ნივთები);
  • უზრუნველყოფს კლინიკის გაღებას და დაკეტვას.
  • პასუხისმგებელია სალაროში შემოსული და გაცემული თანხების სიწორეზე, ცდომილების შემთხვევაში ანაზღაურებს საკუთარი ხელფასიდან.
  • კლინიკის დირექტორის ნებართვის გარეშე არ აქვს უფლება გასცეს თანხა ან ინფორმაცია სალაროში არსებული თანხის შესახებ ნებისმიერ თანამშრონმელზე ან უცხო პირზე.
  • მკაცრად აკონტროლებს შემოსული თანხის, ხელფასების, ხარჯების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
  • ზრუნავს კლინიკის პრესტიჟისა და ნდობის ამაღლებაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები

  • უმაღლესი განათლება
  • ქართული ენის ცოდნა გამართულად
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, სასაუბრო დონეზე
  • მათემატიკის ცოდნა
  • გულწრფელი ღიმილის უნარი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამოგვიგზავნოთ CV მითითებულ მაილზე: nin.tsutskiridze@gmail.com