თარიღები:
09 მაი - 01 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: symmetria.georgia@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა 
ქვეკატეგორიები:
მასაჟისტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი არის ხეხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების რეაბილიტაციისა და მკურნალობის ცენტრი ექიმ ბუბნოვსკის მეთოდით.

ცენტრი 2016 წლიდან მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა: რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ექიმების, რეაბილიტოლოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. ახალი პაციენტების  რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

ჩვენ უკვე მივაღწიეთ დიდ შედეგებს და გვაქვს ყველაზე ამბიციური გეგმები უახლოეს მომავალში.

ახლა ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე - მასაჟისტი.

 

მოვალეობები:

  •  პაციენტების მიღება
  • ექიმის მიერ დადგენილი პროცედურების ჩატარება (მასაჟი)
  •  პაციენტის მდგომარეობის კონტროლი პროცედურამდე და მის შემდეგ.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მომავალ კოლეგას ჰქონდეს შემდეგი პროფესიული გამოცდილება (დადასტურებული მოქმედი სერტიფიკატით),

 

 უნარ-ჩვევები და თვისებები:

  •  საშუალო სამედიცინო განათლება;
  •  კლასიკური, სამკურნალო, ანტიცელულიტური, კოსმეტიკური და მასაჟის სხვა ტექნიკის ფლობა
  •  გამოცდილება ნევროლოგიურ პაციენტებთან;
  •  ოპერაციის შემდგომ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  •  სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
  •  რუსული და  ინგლისური ენის  ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად.

 

 რას გთავაზობთ:

  •  კონკურენტუნარიანი ხელფასი (ინდივიდუალურად განიხილება გასაუბრების შემდეგ)
  •  განრიგი 6/1
  •  კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის მომსახურებაზე (მეგობრებისა და ნათესავების ჩათვლით)
  •  ტრენინგი და პროფესიული განვითარება კომპანიის ხარჯზე.
  •  კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე symmetria.georgia@gmail.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს პროფესიონალთა გუნდში!