ნევროლოგი / ოფთალმოლოგი
თარიღები:
08 მაი - 01 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrmedalpha@medalpha.ge
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოფთალმოლოგი ნევროპათოლოგი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ხუთ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ერთ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, ბათუმის და მახინჯაურის კლინიკებს. ქსელში დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

ჩვენი ყველა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით კლინიკებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიებს ქ. ბათუმში შემდეგ თანამდებობებზე:

 

ნევროლოგი, ოფთალმოლოგი.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.

 

 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge   

(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

 

განაცხადის მიღებისბოლო ვადა:02/06/2022

 

მისამართი:

შპს „მედალფა“ ბათუმის კლინიკა - ქ. ბათუმი,გოგოლის შესახვევი N2

http://www.medalpha.ge/

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

მსგავსი განცხადებები
ნევროლოგი/ლაბორატორიის ექიმი

მედკაპიტალი


06 მაი - 31 მაი