თარიღები:
08 მაი - 23 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrmedalpha@medalpha.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
იურიდიული 
ქვეკატეგორიები:
იურისტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ხუთ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ერთ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, ბათუმის და მახინჯაურის კლინიკებს. ქსელში დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

ჩვენი ყველა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით კლინიკებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას იურისტის  თანამდებობაზე  (სრულ სამუშაო განაკვეთზე)

 

პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი
  • სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00 სთ

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება.
  • იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;(სასურველია კლინიკურ სექტორში მუშაობის  გამოცდილება)
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი; სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

 

მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებისა და მისი სამართლებლივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
  • ორგანიზაციის სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება ან/და სამართლებლივი ექსპერტიზის ჩატარება, მათი ვიზირება და საჭიროებისას მათ შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებლივი დასკვნების მომზადება;
  • სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება;
  • სამართლებრივი საკთხების განხილვისას ორგანიზაციის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოში;
  • ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობის მიღება.
  • ორგანიზაციის თანამშრომელთა დისციპლინარული და მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ სამართლებრილი დოკუმენტაციის/დასკვნის მომზადება;
  • ორგანზიაციისადმი არსებული დავალიანების გამოვლენასა და ამოღებაში მონაწილეობის მიღება;
  • წერილობითი კორესპოდენციის მომზადება;
  • საკანონმდელო სიახლეების ანალიზი, კონტროლი და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სამეწარმეო და საჯარო რეესტრში კომპანიის წარმომადგენლობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა ხელშეკრულების გაფორმების კუთხით;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა და პერსონალურ მონაცეთა დამუშავებასა და დაცვაზე პასუხიმგებლობა.

 

 

 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“   http://www.medalpha.ge/

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

 

 

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  23/05/2022წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.