თარიღები:
08 მაი - 01 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrmedalpha@medalpha.ge
მდებარეობა:
კასპი ჩოხატაური
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ხუთ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ერთ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, ბათუმის და მახინჯაურის კლინიკებს. ქსელში დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

ჩვენი ყველა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით კლინიკებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი  აცხადებს ვაკანსიას ექთნის  პოზიციაზე ქ. კასპში  და ქ. ჩოხატაურში 

 

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ექთნის კვალიფიკაცია ან უმაღლესი  სამედიცინო განათლება  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა) 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია) 

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა, 
  • დაკვირვებულობა,
  • პუნქტუალურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. 
  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით; 
  • მონიტორინგი პაციენტის მოვლის ყველა ასპექტზე ექიმის დანიშნულებით; 
  • საექთნო დოკუმენტწარმოება. 

 

                                  

 (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს). 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:    

ქ. კასპი, სააკაძის ქ. N27ბ,  შ.პ.ს. „მედალფა“-ს კასპის კლინიკა;   

ქ. ჩოხატაური,  თბილისის ქუჩა #10, შპს „მედალფა“ ჩოხატაურის კლინიკა; http://www.medalpha.ge/   .

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  02/06/2022 

 

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  

მსგავსი განცხადებები
დღის და მორიგე ექთანი

მედიქლაბჯორჯია


04 მაი - 02 ივნ

ექთანი

ლაზერ მედი


29 აპრ - 27 მაი

ექთანი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა


11 მაი - 08 ივნ

ექთანი

ევექსის კლინიკები


10 მაი - 08 ივნ

ექთანი-ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი


16 მაი - 11 ივნ