თარიღები:
08 მაი - 01 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrmedalpha@medalpha.ge
მდებარეობა:
ოზურგეთი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ხუთ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ერთ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, ბათუმის და მახინჯაურის კლინიკებს. ქსელში დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

ჩვენი ყველა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით კლინიკებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი  აცხადებს ვაკანსიას ქ. ოზურგეთში რეგისტრატორის პოზიციაზე

 

პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს ოზურგეთის კლინიკა
  • სამუშო გრაფიკი:  24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების კუთხით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.  

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

  • კლინიკაში მოსული პაციენტების ვიზიტის გაფორმება და სამედიცინო პროგრამაში დარეგისტრირება;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                                            

  ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N 3.   შპს „მედალფა“ ოზურგეთის კლინიკა

 

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღებისბოლო ვადა :02/06/2022

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი

ბლიც დენტალი


10 მაი - 08 ივნ

ადმინისტრატორი

სტომატოლოგიური კლინიკა "დენთაიმი"


19 მაი - 16 ივნ