აღწერა:
სამედიცინო კლინიკა „დიაკორი“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ენდოკრინოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის ანთროპომეტრიული მაჩვენებლებისა და ანამნეზის შეკრება
- ექიმთან მოხსენების გაკეთება,
- დოკუმენტაციის წარმოება,
- ექიმის მითითებით, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭება დიპლომირებული მედიკოსს ან რეზიდენტს.
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, სისხარტე
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: diacori.clinic@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!