სამედიცინო პროდუქციის სპეციალისტი
თარიღები:
16 ნოემ - 15 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: david.d@mifasi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო პროდუქციის სპეციალისტის თანამდებობაზე შემდეგი მიმართულებებით:

ქირურგიაში გამოსაყენებელი პროდუქცია - 1 პოზიცია


მოვალეობები:

  • პროდუქციის კარგი ცოდნა;
  • მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაკეთება და მოლაპარაკებების გამართვა;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • პროდუქციის ტრენინგებზე დასწრება;
  • საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება (ხშირი მივლინებები საქართველოს მასშტაბით).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა განათლება სამედიცინო სფეროში, ასევე მივესალმებით სამედიცინო სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა (ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების დროს, უპირატესობა მიენიჭება სერტიფიკატის მქონე პრეტენდენტებს);
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • კარგი მეტყველების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
     

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • თავისუფალი სამუშაო გრაფიკი;
  • 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
  • შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.nadimashvili@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
ექიმი ლაბორანტი

ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი


15 ნოემ - 14 დეკ

სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია


29 ნოემ - 28 დეკ

სამედიცინო პროდუქციის სპეციალისტი

მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი


19 ნოემ - 17 დეკ

სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი ბათუმში

ევექსის კლინიკები


01 დეკ - 15 დეკ

სამედიცინო წარმომადგენელი აჭარაში/ოფისის მენეჯერი თბილისში

ნიუ ფარმა


25 ნოემ - 24 დეკ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და იმერეთის რეგიონში

იმპექსფარმი


29 ნოემ - 28 დეკ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში

ფარმაცევტული კომპანია - არტ ფარმა


19 ნოემ - 18 დეკ