ხარისხის შიდა აუდიტორი
თარიღები:
24 ნოემ - 03 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mmtinfo9@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577 38 24 41
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
წარმოება/ოპერაციები 
ქვეკატეგორიები:
ხარისხის კონტროლი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

,,ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის შიდა აუდიტორი   პოზიციაზე 

 

სამუშაო საათები:  09:00-18:00

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე



ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ორგანიზაციაში დანერგილი ISO 9001 :2015 სტანდარტის შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე პროცესების  შეფასება და გამოვლენილი შეუსაბამობების დოკუმენტირება;
  • მიმდინარე პროცესების ხარისხის სტანდარტთან და რეგულაციებთან  შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ხარისხის შიდა აუდიტის გეგმების შემუშავება და განხორციელება;
  • შიდა აუდიტის ანგარიშის მომზადება და ხარისხის მენეჯერისთვის წარდგენა;
  • თანამშრომლების კონსულტაცია ხარისხის სტანდარტთან და შემუშავებულ პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ხარისხის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • მაღალი სამუშაო დისციპლინა;
  • კონფიდენციალობის დაცვა;
  • კარგი წერითი და ვერბალური უნარები;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

 


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • CV - ის განხილვა და კანდიდატების შერჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.



რეზიუმეების  მიღება  იწარმოებს  ელ-ფოსტის მეშვეობით mmtinfo9@gmail.com,  თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ნომერი: +995 577 38 24 41

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი


10 ნოემ - 09 დეკ