ორდღიანი სასწავლო კურსი - ახალშობილთა რეანიმაცია
თარიღები:
13 ოქტ - 25 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: trainings@medison.com.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577 399 379
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

„მედისონ ჰოლდინგი“ გთავაზობთ ორდღიან სასწავლო კურსს „ახალშობილთა რეანიმაცია“.

კურსი მოიცავს ახალშობილთა რეანიმაციის ბაზისური საფუძვლების შესწავლას ახალშობილის დაბადებიდან ახალშობილობის პერიოდის დასრულებამდე.

 

კურსი განკუთვნილია:

  • ნეონატოლოგებისთვის
  • ბებია ქალებისთვის
  • მეანებისთვის
  • ანსთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისთვის
  • რეანიმაციული და ნეონატალური განყოფილებების ექთნებისთვის
  • სამედიცინო სასწავლებლების მაღალი კურსის სტუდენტებისთვის
  • ექიმი-რეზიდენტებისათვის

 

ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის (NRP) მასალები დაფუძნებულია ამერიკის პედიატრიული აკადემიისა (AAP) და ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ახალშობილთა გულ-ფილტვის რეანიმაციის რეკომენდაციებზე.

კურსის მსვლელობისას განხილული იქნება ახალშობილთა რეანიმაციის თეორიული საფუძვლები.

კურსის უმეტესი დრო ეთმობა გუნდურ მუშაობასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას მულაჟებზე.

 

კურსის მიზანია მსმენელს შესწავლოს:

  • ახალშობილთა რეანიმაციის ზოგადი პრინციპები
  • რეანიმაციის საწყისი საფეხურები
  • რეანიმაციული აღჭურვილობის გამოყენება ფილტვის დადებითი წნევით ვენტილაციის დროს
  • გულის არაპირდაპირი მასაჟი
  • ტრაქეის ინტუბაცია
  • მედიკამენტების გამოყენება რეანიმაციის დროს
  • ახალშობილთა განსაკუთრებული მდგომარეობები
  • დღენაკლი ახალშობილის რეანიმაცია

 

ტრენერი: ირინა წირქვაძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი დახმარების ექიმი, „ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, PALS, ACLS, ATLS, BLS, NRT, PHTLS, ERC, PFCCS პროვაიდერი და ინსტრუქტორი

კურსის ხანგრძლივობა 2 დღე.  კურსი ჩატარდება შემდეგი განრიგით:

30 ოქტომბერი - 14:00 – 19:00

31 ოქტომბერი - 10:00 – 15:00

 

კურსის ჩატარების ადგილი შპს „მედისონ ჰოლდინგი“ მისამრთი ვაჟა ფშაველას გამზირი 83/11. ოთახი №2

კურსის ღირებულება 150 ლარი

სრული კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 25 ოქტომბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainings@medison.com.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე +995 577 399 379