იურისტი მარნეულში
თარიღები:
13 ოქტ - 30 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr_clinic@aversi.ge
მდებარეობა:
მარნეული
კატეგორიები:
იურიდიული 
ქვეკატეგორიები:
იურისტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

დასახელება:  იურისტი

თარიღი: 08/10/2021 30/10/2021

 

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს  იურისტის ვაკანსიას  მარნეულის  ფილიალში

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება.
  • იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა.
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა.
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

 

მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებისა და მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
  • ორგანიზაციის სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, მათი ვიზირება და საჭიროებისას მათ შექმნაში მონაწილეობის მიღება.
  • ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
  • სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება.
  • სამართლებრივი საკითხების განხილვისას ორგანიზაციის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოში.
  • ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობის მიღება.
  • ორგანიზაციის თანამშრომელთა დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ სამართლებრივი დოკუმენტაციის/დასკვნის მომზადება.
  • ორგანიზაციისადმი არსებული დავალიანების გამოვლენასა და ამოღებაში მონაწილეობის მიღება.

 

ქ. მარნეულში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „ავერსის კლინიკა“.

 

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: იურისტი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა  30/10/2021

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

გისურვებთ წარმატებას!