სამედიცინო წარმომადგენელი აჭარის რეგიონში
თარიღები:
02 ოქტ - 26 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
ბათუმი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1500
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი)   აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე აჭარის რეგიონში.




სამუშაო აღწერილობა:

  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან კლინიკებსა და  აფთიაქებში.
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი


 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა



აუცილებელი უნარები:

  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  •  პუნქტუალობა,



ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, - ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე. მინიმალური ანაზღაურება 1 500 ლ (NET).
  • ყოველკვარტალურ ბონუსს (გეგმის 100% შესრულებაზე კვარტალში მინ. 1 თვის ანაზღაურება)
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯებს.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.



საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.



დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com  გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

განაცხადები მიიღება 2021  წლის  31 ოქტომბრამდე

 

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.