სამედიცინო წარმომადგენელი კახეთის რეგიონში
თარიღები:
15 სექ - 09 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თელავი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას   სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

 


სამუშაო აღწერილობა:

  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან,  კლინიკებსა და  აფთიაქებში.
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი



ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

 


აუცილებელი უნარები:

  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  •  პუნქტუალობა,



ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას,
  • ყოველკვარტალურ ბონუსს.
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

 


საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.


 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com 

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადები მიიღება 2021  წლის  10 ოქტომბრამდე

 

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მსგავსი განცხადებები
გარე გაყიდვების სამედიცინო წარმომადგენელი

მედიქალ სერვისი


13 სექ - 12 ოქტ

სამედიცინო წარმომადგენელი

არკოფარმა საქართველო


03 სექ - 27 სექ

სამედიცინო წარმომადგენელი

SGS Dental Georgia


31 აგვ - 25 სექ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში, სამეგრელოსა და კახეთში

ფარმაცევტული კომპანია-არს მედიკა


30 აგვ - 28 სექ

სამედიცინო წარმომადგენელი აჭარის რეგიონში

SmartPharm


31 აგვ - 25 სექ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში

MC Group


08 სექ - 07 ოქტ

სამედიცინო წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში

ფარმაცევტული კომპანია GMP


10 სექ - 09 ოქტ