მთავარი ექთანი
თარიღები:
06 სექ - 30 სექ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.medconsilium@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ზოგადი პრაქტიკა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

„კონსილიუმ მედულა“ 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. 

კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. 

„კონსილიუმ მედულა“ ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. 

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის პოზიციაზე  პოსტოპერაციულ/ინტენსიურ განყოფილებაში. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.   

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 -საათიდან -18:00-საათამდე.  

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

  • იმუშავებთ, მზრუნველ, კეთილგანწყობილ, გამოცდილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კლინიკაში საექთნო დეპარტამენტისთვის პოლისების, პროცედურების, ფორმალური და არაფორმალური წესების და პროტოკოლების დანერგვა/მონიტორინგი. 
  • კლინიკაში დადგენილი წესის შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის წარმოება და კონტროლი (მედიკამენტების გაწერის ხარჯვის ფურცლების შემოწმება). 
  • პაციენტების ჩაწერების კონტროლი და მათი სწორი გადანაწილების უზრუნველყოფა. 
  • საწყობის მედიკამენტების ინვენტარიზაცია.  
  • ფინანსური დეპარტამენტისთვის პაციენტების გაწერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.  
  • საექთნო დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის ეტაპებზე ჩართულობა და ადამიანური რესურსების მენეჯერთან ერთად ახალი კანდიდატის აყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.  
  • გამოსაცდელ პერიოდში ახალი თანამრომლის შესრულების საქმიანობის სწორად შეფასება და დასაბუთებული რეკომენდაციის გაწევა შემდგომი დასაქმების მიზნით. 
  • საექთნო დეპარტამენტის ექთნების, ყოველდღიური საქმიანობის (შესრულებული სამუშაოს) და დოკუმენტწარმოების კონტროლი.  
  • მორიგეობის გრაფიკთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის დროული მოგვარება და კლინიკის სერვისების უწყვეტობის შენარჩუნების დროული უზრუნველყოფა (თანამშრომელთა პოზიციური როტაციების განსაზღვრა). 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • დიპლომი - ექთნის კვალიფიკაცია; 
  • სავალდებულია, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უფროსი/მთავარი ან/და პასუხისმგებელი ექთნის  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ლიდერობის და მართვის უნარი 
  • სტრესულ და ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი, 2021 წელი 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com  შესაბამის ველში (subject) კი მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: „მთავარი ექთანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.  

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას! 

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.