სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში,  ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში
თარიღები:
31 მაის - 29 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: georgia@asfarma.com
მდებარეობა:
თბილისი გორი ხაშური რუსთავი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია “ასფარმა” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

სამედიცინო წარმომადგენელი ქ. თბილისში,  ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
  • კარგი წარდგენის უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მარკეტინგული აქტივობისთვის საჭირო უნარების გამოყენება;
  • მოცემული ამოცანების ეფექტურად განხორციელება და ანგარიშის დროულად წარდგენა;
  • ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა ხელმძღვანელისთვის, რომელიც სამიზნე სეგმენტთან და მუშაობის პროცესთან არის დაკავშირებული;
  • საკუთარ თავზე მუშაობა და შედეგებზე ორიენტირება;

 

დამატებითი მოთხოვნები :

  • სასურველია რუსული ენის  ფლობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი(3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com  არაუგვიანეს 2021 წლის  01 ივლისისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.

გთხოვთ  გაითვალისწინოთ,რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.