სამედიცინო სფეროს მარკეტოლოგი
თარიღები:
25 მაის - 18 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@iberiplus.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 568 714 891
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მარკეტინგი, რეკლამა, PR 
ქვეკატეგორიები:
ზოგადი მარკეტინგი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

 

შპს „IBERI+“ „IBERIPHARMA+“ 1999 წლიდან მოღვაწეობს სააფთიაქო სივრცეში, კომპანიას აქვს საბითუმო ბაზა და  მზარდი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს.

 

ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა +" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სფეროს მარკეტოლოგის პოზიციაზე.



ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ბრენდის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირება;
  • სტრატეგიული არხების ჩამოყალიბება და მასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელება;
  • ვაჭრობის ხელშეწყობის გეგმის განვითარება ძირითადი მომხმარებლებისა და არხების გათვალისწინებით;
  • მარკეტინგული ინიციატივების დადგენა ბიუჯეტის მართვის გათვალისწინებით;
  • *შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი ზომების მიღება;
  • მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, გაყიდვების ახალი მეთოდოლოგიების და გზების შემუშავება;
  • ეფექტური შიდა ქსელური კომუნიკაციების შენარჩუნება, კომპანიის ყველა შესაბამისი ფუნქციის / დეპარტამენტის ინფორმირების მიზნით.



მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო /პედიატრიული, ფარმაცევტული ან მედიცინის ფაკულტეტი);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft office word, Microsoft office Excel -ცოდნა.

 

 

აუცილებელი უნარები:

  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
     

განიხილება კანდიდატები მხოლოდ ფარმაცევტული ან სამედიცინო სფეროდან. 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@iberiplus.ge.   Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დამიკავშირდით შემდეგ  ნომერზე: +995 568 714 891.

მსგავსი განცხადებები
Product Manager

Setonda


09 ივნ - 08 ივლ