სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და აჭარის რეგიონში
თარიღები:
23 მაის - 16 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@smartpharm.ge
მდებარეობა:
სხვა ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

“Smartpharm” ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. „SmartPharm” იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.   დღეის მდგომარეობით „SmartPharm”  მთელი საქართველოს მასშტაბით  800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

 

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისი + რეგიონი.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

აუცილებელია საკუთარი (მცირელიტრაჟიანი) ავტომანქანის ყოლა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო პერსონალთა ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელბა;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ;
  • Microsoft  საოფისე პროგრამების  ფლობა;
  • სასურველია რუსული  და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ცოდნა;

 

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა;
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

 

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

კომპანია სამედიცინო წარმომგენლებს სთავაზობს:

  • ეფექტურ საბონუსე სისტემას (ყოველთვიური პრემიის სახით);
  • ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;

 

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „სამედიცინო წარმომადგენელი“ და სასურველი ლოკაცია.

CV (რეზუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 18/06/2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
პროდუქციის მენეჯერი/ Product Manager

არკოფარმა საქართველო


20 მაის - 18 ივნ

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

გერმანული ჰოსპიტალი


11 ივნ - 10 ივლ

სამედიცინო წარმომადგენელი აჭარის რეგიონში

ფარმაცევტული კომპანია GMP


20 მაის - 18 ივნ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა  და რეგიონებში

ფარმაცევტული კომპანია


17 მაის - 15 ივნ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში,  ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში

ასფარმა მედიკალი


31 მაის - 29 ივნ

სამედიცინო წარმომადგენლების რეგიონული გუნდის მენეჯერი

SmartPharm


18 მაის - 16 ივნ

ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვების  მენეჯერი

TNT PHARMA


07 ივნ - 05 ივლ