ფარმაცევტი წყნეთში
თარიღები:
26 აპრ - 20 მაის
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@myimpex.ge
მდებარეობა:
თბილისი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქებს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს „იმპექსფარმს“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

„იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს.

 

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის ფარმაცევტის პოზიციაზე წყნეთში.

 

წარმატებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს კონკურენტული ანაზღაურების, როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე მიმზიდველ საბონუსე სისტემას; დაზღვევის კორპორატიულ პაკეტსა და განახლებულ სამუშაო პირობებს.

  

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი მომსახურეობის გაწევა, ფარმაცევტული კონსულტაცია; ექიმამდელი სამედიცინო დახმარება;
  • სააფთიაქო პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
  • საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის პრეპარატის ინსტრუქციის განმარტება, მისი გამოყენების შეზღუდვებისა და შენახვის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კონტროლის სამივე ეტაპზე (მიღება, გაცემა და შიდა აღწერები ) სააფთიაქო პროდუქციის ნაშთის მუდმივი კონტროლი;
  • მენეჯერთან ერთად სააფთიაქო საქონლის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ფასის მითითება, განთავსება მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
  • მენეჯერის მითითებით სტაჟიორის პროფესიული დონის ამაღლებაზე ზრუნვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ან სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV-ები შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
პროდუქციის მენეჯერი

SmartPharm


26 აპრ - 20 მაის

ფარმაცევტი

იბერიფარმა +


29 აპრ - 28 მაის

ფარმაცევტი

იმპექსფარმი


15 აპრ - 14 მაის

ფარმაცევტი ბათუმში

აფთიაქი


16 აპრ - 15 მაის