გაყიდვების  სპეციალისტი
თარიღები:
26 მარ - 24 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: metsi.geo@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

კომპანია "მეტსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების  სპეციალისტის  პოზიციებზე.

სამედიცინო სფეროში  ცნობილი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის გაყიდვებისათვის  კომპანიას ესაჭიროება ულტრაბგერითი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის აპარატურის გაყიდვების სპეციალისტები, არის 2 (ორი) ვაკანსია. სამუშაო ადგილი, თბილისი. შესაძლებელია არასრული გრაფიკით. ანაზღაურება ბონუსური სისტემით, გაყიდვების მიხედვით 2 თვის განმავლობაში საგამოცდო ვადით, შემდეგ ფიქსირებული ხელფასი 600$ + ბონუსები.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი მომხმარებლების მოძიება, კლიენტებთან  ეფექტიური, პროფესიონალური კომუნიკაციის წარმართვა მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის მიხედვით მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია
  •  გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, არსებულ კლიენტებთან  კომუნიკაცია
  • გაწული აქტივობების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარმოება და გეგმების შედგენა
  • წარმოქმნილი პრობლემებისას საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება.
  •  პოტენციურ კლიენტებთან, მედპერსონალტან უშუალო შეხვედრები, გაყიდვებისა და მარკეტინგული ინფორმაციის, კონკურენტთა  შესახებ მონაცემების მართვა და ანალიზი.


განათლება/გამოცდილება

  •  უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება გაყიდვებში და სათანადო ცოდნა
  •  სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც
  • გამართული მეტყველება
  •  გუნდური მუშაობის უნარი, პოზიტიური და კომუნიკაბელური

 ინფორმაციის  დამოუკიდებლად  მოძიებისა და დამუშავების უნარი

კომპეტენციები:

  •  დაგეგმვა და ორგანიზება
  •  პროდუქტიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
  •  მომხმარებელზე ორიენტირება
  •  ურთიერთობების მართვა
  •  ცვლილებების ინიცირება და განხორციელება


საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: metsi.geo@gmail.com გთხოვთ, სათაურში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი  მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!