აღწერა:
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ექიმი-გინეკოლოგის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;
- მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს, თუმცა განიხილება მხოლოდ რეზიდენტურის გამოცდილების მქონე კანდიდატიც)
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკა გავლილი ექნება საზღვარგარეთ ან/და გამოქვეყნებული ექნება სამეცნიერო პუბლიკაციები;
- უპირატესობა მიენიჭება რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნის მქონე კანდიდატებს.
სავალდებულო უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პაციენტებზე ორიენტირებულობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნა;
- საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 9:00-17:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (სასურველია რეკომენდაციაც) ელექტრონულ მისამართზე: doctors.cl13@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!