აფთიაქის მენეჯერი თელავში
თარიღები:
01 თებ - 02 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pharmhouse.ge
მდებარეობა:
თელავი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცევტ/პროვიზორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
900 +ბონუსი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილი: თელავი

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; შაბათს - 10:00 – 14:00

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აფთიაქის რეალიზაციის ზრდის ხელშესაწყობად მონაცემების ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • აფთიაქის მარაგებით უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • მიღებული პროდუქციის კონტროლი;
  • თანამშრომლებზე ფუნქციების მიზნობრივი გადანაწილების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევის კონტროლი;
  • სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობის განხორციელების ხელშეწყობა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
  • აფთიაქის მენეჯერად ან მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • სიახლეებისადმი ადაპტაციის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge.

გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.