ლოგისტიკის მენეჯერი
თარიღები:
10 ნოემ - 08 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: office@ambiance.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ლოგისტიკა/ტრანსპორტი 
ქვეკატეგორიები:
ლოჯისტიკის მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
2800 +ბონუსი
ენები:
ინგლისური რუსული
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

საერთაშორისო სადისტიბუციო ფარმაცევტული კომპანია ეძებს მოტივირებულ კადრს კომპანიის ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად ქ. თბილისში.

 

ფუნქცია -მოვალეობები:

  • 12/18 თვიანი პროგნოზების მომზადება კომპანიის ყოველწლიური გეგმების შესაბამისად;
  • არსებული შესყიდვების პროცესის მართვა;
  • პროდუქციის გადაადგილების კონტროლი დაწყებული წარმოების მომენტიდან დასრულებული პატრნიორებსათვის მიწოდებით;
  • სასაქონლო მარაგების მონიტორინგი საბაჟო და საწარმოო საწყობში; პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • შეკვეთების გამზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ინვოისი, ხელშეკრულება, და ა.შ);
  • რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის როგორც პირველად ასევე მეორად გაყიდვებზე;
  • გადახდების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ყოველწლიური ხელშეკრულებების, დამატებითი ხელშეკრულებების და გენ. სპეციფიკაციების მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • 2+ წლის გამოცდილება შესაბამის სფეროში (დაგეგმარება, ლოგისტიკა, და ა.შ);
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი (MS Excel, PowerPoint, Outlook);
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური ენები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზაციის / დაგეგმვის ძლიერი უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარი. პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებული, დინამიურ და რთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის წარმოჩენის უნარი;

 

ხელფასი – 2,800 ლარი ნეტ /ხელზე ასაღები + ბონუსი

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნოთ (რუსულ ან ინგლისურ ენებზე) შემდეგ მისამართზე: office@ambiance.ge

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.