საწყობის ფარმაცევტი
თარიღები:
15 ოქტ - 11 ნოემ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@smartpharm.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ლოგისტიკა/ტრანსპორტი  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
საწყობის თანამშრომელი ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

“Smartpharm” ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. „SmartPharm” იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.   დღეის მდგომარეობით „SmartPharm”  მთელი საქართველოს მასშტაბით  800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

 

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ფარმაცევტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი (საწყობი)

სამუშაო განაკვეთი: სრული (სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი ( სრულ განაკვეთზე საშუალო გამომუშავებული ხელფასი შეადგენს 650-800 ლარს)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის აგროვება შეკვეთის შესაბამისად;
  • საქონლის მიღება და დადგენილი რეგულაციების შესაბამისად დასაწყობება;
  • საწყობში არსებული საქონლის/პროდუქციის აღრიცხვა;
  • აღრიცხვის საფუძველზე ანგარიშის მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფარმაცევტული კომპანიის საწყობში ან აფთიაქში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft  საოფისე პროგრამების  ცოდნა;

 

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

 

 

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

 

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის ფარმაცევტი“.

CV (რეზუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 10/11/2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
აფთიაქის მენეჯერი

იბერი+


15 ოქტ - 13 ნოემ

ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი

იმპექსფარმი


28 ოქტ - 26 ნოემ

მენეჯერი / ფარმაცევტი

არ სი პი


27 ოქტ - 25 ნოემ

სააფთიაქო პროდუქციის შეგროვების სპეციალისტი

იმპექსფარმი


28 ოქტ - 26 ნოემ

საწყობის თანამშრომელი

იბერი+


26 ოქტ - 24 ნოემ

ფარმაცევტი

ფარმაცევტული სახლი +


02 ოქტ - 31 ოქტ

ფარმაცევტი ბაკურიანში

კრისტალი - ბაკურიანის აფთიაქი


05 ოქტ - 01 ნოემ