თარიღები:
10 სექ - 09 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info.ncmh@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 599 88 49 40
მდებარეობა:
ხონი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
2500
ენები:
ინგლისური რუსული
აღწერა:

აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ფუნქციონირებს 1973 წლის 23 თებერვლიდან. სამედიცინო დაწესებულება 700–მდე სტაციონარულ პაციენტზეა გათვლილი. ამ დროოსათვის ცენტრში, იძულებით/არანებაყოფლობითი და ნებაყოფლობითი მკურნალობის კურსს გადის 500–მდე პაციენტი და თავშესაფრის 100 ბენეფიციარი.

ცენტრში არსებული რეზიდენტურის პროგრამა, ხელს უწყობს მომავალი ფსიქიატრების მომზადებასა და ამავე ცენტრში ექიმ–ფსიქიატრის პოზიციაზე დასაქმებას. ცენტრში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა რეზიდენტებმა სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ მედიცინის ამ ურთულესი მიმართულების შესახებ. ცენტრს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული რამდენიმე მნიშვნელოვან დაწესებულებასთან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გდაწყვეტილებით, 2018 წლის 25 იანვარს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 6 წლის ვადით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა გახდა . 2017 წელს, სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, აჭარის ფსიქო–ნერვოლოგიურ–კლინიკურ საავადმყოფოს (ამჟამინდელი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი BMC), ეროვნულ ცენტრსა და ლიეტუვას, როკიშკიშის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შორის. 2017 წლიდან ცენტრი, ასევე, თანაშერომლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

 

ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციაზე: სტაციონარული მიმართულების ხელმძღვანელი

სამუშაო ადგილი: ხონი– ქუტირი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სერთიფიცირებული ექიმ–ფსიქიატრი.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო საქმიანობის წარმართვა პროტოკოლების მიხედვით.
  • პასუხისმგებელია სტაციონარში ყველა მიმდინარე სამედიცინო პროცესზე.
  • ახალი სერვისებისა და სტრუქტური ცვლილებების ინიცირება.
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულფასოვანი წარმოება.
  • დაწესებულებაში მიღებული ბეჭდვითი თუ სიტყვიერი გადაწყვეტილებების/ინფორმაციის (ბრძანებები, გაიდლაინები/პროტიკოლები) დროული გავრცელება და განხორციელება.
  • სტაციონარში შემოსული ყველა პაციენტის გასინჯვა შემოსვლიდან არა უგვიანეს მესამე დღისა.
  • განყოფილებებში შემოვლის წარმოება კვირაში ერთხელ. ისტორიაში კლინიკური დიაგნოზის გაფორმება, რეკომენდაციების გაცემა და ხელმოწერით დადასტურება.
  • დაწესებულების შინაგანაწესის შესრულება.
  • სტაციონარული სამსახურის გუნდის გამართული საქმიანობაზე ზედამხედველობა.
  • უფროს ექთანთან ერთად განყოფილებების ადეკვატური სააფთიაქო მომარაგების უზრულველყოფა.

 

პიროვნული უნარები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.
  • განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა.
  • კონფიდენციალობის დაცვა.

 

ვადა: 10 ოქტომბერი

ანაზღაურება: 2500 ლარი

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info.ncmh@gmail.com საკონტაქტო +995 599 88 49 40. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
ექიმი ნეონატოლოგი მარნეულში

ავერსის კლინიკა


11 სექ - 25 სექ

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სადაზღვეო კომპანია არდი


16 სექ - 15 ოქტ