ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თარიღები:
16 ივლ - 14 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ardi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ადმინისტრაცია  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ქოლ ცენტრის ოპერატორი სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
500
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კორპორაციის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის/ღამის კადრი).

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ვაჯა ფშაველას გამზ. N3

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური - Intermediate ;
  • რუსული - საშუალო დონე.

 

 

ხელფასი: 500 ლარი (net)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „ქოლ ცენტრის ოპერატორი“.

 

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი

შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო წარმომადგენელი

ევროპული ფარმაცევტული კომპანია ომმური


27 ივლ - 21 აგვ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში

ფარმაცევტული სახლი +


30 ივლ - 28 აგვ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში

ფარმაცევტული კომპანია - არტ ფარმა


09 ივლ - 07 აგვ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაში

Inpha / ავიტა


23 ივლ - 21 აგვ