მოლარე-რეგისტრატორი
თარიღები:
12 ივნ - 11 ივლ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@medison.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

მედისონ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი ქ.თბილისი

სამუშაო განაკვეთი - სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS office მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტის ოპერატიული, თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაო პროგრამაში პაციენტის რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა, დაარქივება/შენახვა არსებული წესების დაცვით;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების და აზრის გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@medison.ge 2020 წლის 12 ივლისამდე და თემის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მოლარე-რეგისტრატორი“.

 

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

მსგავსი განცხადებები
რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი

ფარმაცევტული კომპანია GMP


23 ივნ - 10 ივლ